რეზონანსი
28.02.2019

 ქუთაისის საკრებულოს ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა სამსახურიდან სახლში სახანძრო აღჭურვილობისთვის განკუთვნილი ნაჯახი წაიღო. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც საკრებულოს შენობაში შუქი გაითიშა.

"რადგან შუქი არ იყო, იფიქრა რომ ვერავინ დაინახავდა და ნაჯახი ჩამოხსნა, თუმცა თვალმა მაინც დააფიქსირა,"- განუცხადეს "პრაიმტაიმს".

ცნობილია ისიც, რომ ქალაქის მერმა მომხდართან დაკავშირებით უშუალო ხელმძღვანელს ჩინოვნიკის სამსახურიდან გათავისუფლება მოთხოვა. როგორ დასრულდება ინციდენტი, ამ დროისათვის უცნობია.

ქუთაისის საკრებულოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარი მათთვის უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×