რეზონანსი
28.02.2019

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში თავისი ლექსების შესახებ ილაპარაკა.

"არა მგონია საზოგადოება ჩემგან პოეზიას ელოდოს. რაც დღეს ვნახეთ, ორი დღის განმავლობაში, ეს არის საოცარი ჟრიამული ჩემი 15 წლის წინ დაწერილ წიგნზე. ბევრი წერდა ლექსებს. 8 წელზე მეტია განთავსებულია ლიტერატურულ პორტალზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაშიცაა ეს წიგნი დაცული, ამიტომ ვინც ეძებდა, იმ ხალხს მინდა ვუთხრა – წიგნები იძებნება უპირველესად ბიბლიოთეკაში, სხვაგან ეძებდნენ, როგორც ვნახე.

რაც შეეხება პოეზიას, მართლა არ ვიცოდი, თუ ლექსებისა და მოთხრობების წერა ან წერა-კითხვა ამ ქვეყანაში აკრძალულ და სამარცხვინო იყო და ორი დღეა ეს აჟიოტაჟი ჩვენ ვნახეთ,” – თქვა თალაკვაძემ.

რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში აქტიურად ერთობიან უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ლექსებზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×