რეზონანსი
28.02.2019

 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა. როგორც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, ორივე მათგანს კვლევები უტარდება.

"112-ის სამსახურის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოყვანილ იქნა 2 პაციენტი. ქალბატონი დიაგნოზით - პოლიტრავმა,ქალა ტვინის ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ტრავმული შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე.

შუახნის მამაკაცი დიაგნოზით - გულმკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, ხერხემლის დახურული ტრავმა, წელის მეოთხე მალის მოტეხილობა. უტარდებათ შესაბამისი კვლევები და მკურნალობა", - აცხადებენ საავადმყოფოში.

ავტოსაგზაო შემთხვევა ზედაეწერში მოხდა, დაღუპულია 2 ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×