რეზონანსი
28.02.2019

 (რეზონანსი) "მოზარდმა სავარაუდოდ წნევის დამწევი საშუალება მიიღო, მანამდე კი კლასელებს გაურკვეველი შეტყობინებები გაუგზავნა" - ამის შესახებ განცხადებას 15 წლის გოგონას სუიციდის მცდელობასთან დაკავშირებით სკოლის დირექტორი აკეთებს. ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

მისი თქმით, მოზარდი, რომელსაც სავარაუდოდ, სუიციდის მცდელობა ჰქონდა, დღეს სკოლაში არ გამოცხადებულა.

"მოზარდმა სავარაუდოდ წნევის დამწევი საშუალება მიიღო, მანამდე კი კლასელებს გაურკვეველი შეტყობინებები გაუგზავნა და აღნიშნული მესიჯებით გააგებინა თუ სად იმყოფებოდა", - აღნიშნავს დირექტორი.

გოგონა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. დირექტორის განცხადებით, მოზარდი გონზე იმყოფებოდა, მას პირველადი დახმარება სკოლის შენობაში აღმოუჩინეს და ადგილზე სასწრაფო გამოიძახეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×