რეზონანსი
28.02.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ზედაეწერში ავტოსაგზაო შემთხვევის შედაგად ორი ადამიანი გარდაიცვალა - არიან დაშავებულებიც. ისინი გადაყვანილი არიან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში.

მედიკოსების თქმით, მათი მდგომარეობა მძიმეა. თვითმხილველების ინფორმაციით, (ML) მარკის ჯიპს „კამაზის" მარკის სატვირთოს შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის თანამშრომლები და პოლიცია.

ავარიის შედეგად შეფერხებული იყო ზუგდიდი-მესტიის ცენტრალურ გზაზე მოძრაობა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×