რეზონანსი
28.02.2019

 (რეზონანსი) გაზის გაჟონვით გარდაცვლილი ანი ჯაფარიძის მეგობარი ფეისბუქზე გოგონას შესახებ პოსტს აქვეყნებს

"არ ვიცი როგორ მყოფნის ძალა, რომ შევეგუო ამ ყველაფერს, შენ ხომ მპირდებოდი, რომ ბოლომდე ერთად ვიქნებოდით?! რატომ მომატყუე?! ხომ მპირდებოდი, რომ არასდროს დამტოვებდი და რატომ წახვედი?! რატომ?! დანახვის დღიდანვე სხვანაირად შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში. ყოველდღე ერთად ვიყავით და ეს რა გამიკეთე?! გაყინული ვარ, ვერ ვსუნთქავ, ვერ ვიაზრებ რა ხდება. დარწმუნებული ვარ კოშმარი მესიზმრება და რომ გავიღვიძებ ისევ ჩემს გვერდით იქნები. ჩემთვის მუდამ ფერია იქნები, ჩემი პატარა და ლამაზი ყვავილი. მე მოვალ შენთან და მაგრად ჩაგეხუტები"

თბილისში, კნოლევის ქუჩაზე 20-21 წლის გოგო და ბიჭი, სავარაუდოდ ოთახში დაგროვილმა CO-მ იმსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი არასწორად დამონტაჟებული გამათბობელი „ნიკალა" გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×