რეზონანსი
28.02.2019

 (რეზონანსი) "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე ე.წ. მატროსოვის ციხეში დაქორწინდა. მისი რჩეული ესთეტიკური ცენტრის გაყიდვების დირექტორი, 27 წლის მარიამ ახობაძეა.

"ხელოვნური ბარიერები ვერ დაგვაბრკოლებს. დიდი ხანია ერთმანეთი გვიყვარს და გადავწყვიტეთ ექსტრემალურ სიტუაციაში დავოჯახებულიყავით. იმედი მაქვს, რომ ძალია მალე გამოვა", - ამბობს დავით კირკიტაძის მეუღელე.

დავით კირკიტაძემ ქორწინების მოთხოვნით ციხის ადმინისტრაციას თავად მიმართა.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე 16 დეკემბერს ველისციხეში განვითარებული მოვლენების შემდეგ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს და ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×