რეზონანსი
28.02.2019

 (რეზონანსი) "დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, თუ "ქართული ოცნება" პოლიტიკური რუკიდან გაქრება, ყველასთვის კარგი იქნება.

მისივე თქმით, მმართველი პარტია იშლება და ამ პროცესს ვეღარაფერი შეაჩერებს.

"ქართული ოცნება" იშლება. ეს არის ღია და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ძალიან კარგი რომ იშლება. უფრო მეტად თუ დაიშლება, უკეთესი იქნება. საერთოდ თუ გაქრება "ოცნება" პოლიტიკური რუკიდან, ეს იქნება საქართველოსთვის შვება. მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა და პირადი ურთიერთობებისა, ისინი არ არიან ის პოლიტიკური ფიგურები, რომლებმაც შეიძლება მყარი საფუძველი შეუქმნან ბიძინა ივანიშვილის ახალ პროექტს. თუ ივანიშვილი ასე თვლის, მაგას რა ჯობს", - განაცხადა უბაზ სანიკიძემ "ტვ პირველთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×