რეზონანსი
28.02.2019

 (რეზონანსი) "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე ამ წუთებში ე.წ მატროსოვის ციხეში ქორწინდება.

კირკიტაძის რჩეული 27 წლის მარიამ ახობაძეა, რომელიც ესთეტიკური ცენტრის გაყიდვების დირექტორია. წყვილის მეჯვარეები სასჯელაღსრულების თანამშრომლები იქნებიან.

შეგახსენებთ, დავით კირკიტაძე ველისციხეში 16 დეკემბერს მომხდარი დაპირისპირების დროს, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×