რეზონანსი
28.02.2019

 (რეზონანსი) თბილისში, კნოლევის ქუჩაზე სავარაუდოდ, CO-ს გაჟონვით გარდაცვლილი, ორი ახალგაზრდა, ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს. ამ წუთებში ადგილზე, მათი ნათესავები და მეგობრები იმყოფებიან.

1998 წელს დაბადებული დიმიტრი დარბაიძე და 1999 წელს დაბადებული ანა ჯაფარიძე ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილები გვიან ღამით იპოვეს.

გარდაცვლილი დიმიტრი დარბაიძის თანასოფლელები ამბობენ, რომ ის თბილისში ქირით ცხოვრობდა და დედაქალაქში სამუშაოდ იმყოფებოდა.

"რაღაც მარკეტში მუშაობდა. დედამისი საბერძნეთშია. სამი ძმანი არიან. სავარაუდოდ გაზი არისო", - ამბობენ დაღუპული დიმიტრი დარბაიძის მეზობელი.

რაც შეეხება გოგონას, როგორც ირკვევა, ის თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის სტუდენტია და ის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა.

"შენთან ერთად მოგვკალი დღეს ჩვენი ერთადერთი ხარ" - წერენ ფეისბუქზე ანა ჯაფარიძის ახლობლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×