რეზონანსი
28.02.2019

 (რეზონანსი) დღეს დაახლოვებით სამი საათის შუალედში "ლიბერთი ბანკის" ორი ფილიალი დააყაჩაღეს - ერთი ნაძალადევის რაიონში, მეორე კი ცოტნე დადიანის ქუჩაზე.

თვითმხილველები ყვებიან, რომ პირმა, რომელმაც ნაძალადევის რაიონში „ლიბერთი ბანკი" გაძარცვა, ყვითელ სამარშრუტო ტაქსში ჩაჯდა და წავიდა.

მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ ძარცვაში ერთი პირი მონაწილეობდა. თვითმხილველები ასევე აცხადებენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ.

ამჟამად ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით.

ცოტნე დადიანის ქუჩაზე, „ლიბერთი ბანკის" დაყაჩაღების საქმეზე პოლიცია ერთ პირს ეძებს. მამაკაცი ბანკში სამედიცინო პირბადით შევიდა და იარაღის მუქარით მოლარე ოპერატორს თანხა გამოსძალა.

ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×