რეზონანსი
28.02.2019

 (რეზონანსი) ინგლისში, ადგილობრივი ეროვნული ნაკრებისა და ქართველი ბორჯღალოსნების ერთობლივ წვრთნაზე მოთამაშეებს შორის ჩხუბი მოხდა, იუწყება ავსტრალიური გამოცემა ფოქს სპორტსი (foxsposrts.com.au).

ინგლისის ნაკრებს ექვსი ერის ჩემპიონატის მომდევნო ტურში იტალიასთან საშინაო მატჩი ელის და მათმა ავსტრალიელმა დამრიგებელმა ედი ჯონსმა საქართველოს ნაკრები ერთობლივ ვარჯიშზე მიიწვია.

ინციდენტი ოქსფორდის სენტ-ედვარდსის სკოლაში მოხდა და როგორც ავსტრალიური გამოცემა იუწყება, ფაქტის მოწმე ათობით სკოლის მოსწავლე გახდა.

სიტუაცია პირველი შერკინების შემდეგ დაიძაბა და ზოგიერთი თვითმხილველის ცნობით, პროვოკაცია ქართველმა მორაგბეებმა მოაწყვეს.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ავსტრალიური გამოცემის თქმით, ინგლისელთა მწვრთნელი ედი ჯონსი მოთამაშეობის დროს „სიმშვიდის დამრღვევად" იყო ცნობილი. „როგორც ჩანს, გულის სიღრმეში, ჯონსმა ამ ინციდენტით ძალიან ისიამოვნა", - წერს ავსტრალიური გამოცემა.

მწვრთნელებმა მოჩხუბრების დამშვიდება შეძლეს, თუმცა მეორე შერკინებას ისევ მოყვა აყალ-მაყალი და ამჯერად ჩხუბში სათადარიგო მოთამაშეებიც ჩაერთნენ.

მედია ვარჯიშზე მხოლოდ მას შემდეგ შეუშვეს, რაც ემოციები ჩაცხრა და ჩხუბიც შეწყდა

"პირველი არხი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×