(რეზონანსი) თბილისში, ნაძალადევის რაიონში კნოლევის ქუჩაზე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა.
დაღუპულია 19 და 21 წლის ახალგაზრდები არიან, რომელთა ცხედრების სამხარაულის ეროვნულ ბიუროში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
ერთ-ერთი გარდაცვლილი დიმიტრი დარბაიძეა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ქვეშიდანაა. ხოლო მეორე 21 წლის ანი ჯაფარიძეა. არსებული ინფორმაციით, გოგონა თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის სტუდენტია და ის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა.
ბინა, სადაც ცხედრები იპოვეს ნაქირავები იყო. "ყაზტრანსგაზ თბილისის" ინფორმაციით, ბინაში ბუნებრივი აირის ღია წვის კამერიანი გამათბობელი ტექნიკური ნორმების დარღვევით იყო დამონტაჟებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

