რეზონანსი
28.02.2019

 (რეზონანსი) "მზად ვარ გავიღო სისხლი, თუ გჭირდებათ სისხლის გადასხმა და რეზუსი თუ დაემთხვევა" - ასე მიმართა „ქართულ ოცნების" უმრავლესობას „შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, რომელმაც მმართველი პარტიის ლიდერების მიერ პარტიის განახლების შესახებ გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

უსუფაშვილის თქმით, სისხლის გაღებით, "ქართულ ოცნებას" კი არა, ქვეყანას დაეხმარება. მისივე თქმით, სისხლის გაღება პოლიტიკაში ნიშნავს დროულ რჩევას, კითხვას, მითითებას, კრიტიკას და არგუმენტს.

„ოღონდ სისხლი გადაისხან, ოღონდ რამე ეშველოთ 2020 წლამდე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე მივაღწიოთ და მივიტანოთ ეს ქვეყანა შიდა და გარე გამოწვევებთან ასე თუ ისე გამკლავებული და მზად ვარ გავიღო სისხლი, თუ გჭირდებათ სისხლის გადასხმა და რეზუსი თუ დაემთხვევა", - განაცხადა უსაუფაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×