რეზონანსი
28.02.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭაქვინჯის მკვიდრი 61 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ H1N1 ვირუსით გარდაიცვალა. პაციენტი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დაახლოებით ერთი კვირის წინ შეიყვანეს. ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას თქმით, პაციენტს ჰქონდა სისხლმბადი ორგანოების დაუზუსტებელი ავთვისებიანი სიმსივნე ფილტვების დაზიანებით.

ახლობლების ინფორმაციით, პაციენტს „ტამიფლუთი" მკურნალობდნენ. როგორც კლინიკის მენეჯერი აცხადებს, ვერ დაადასტურებს ინფორმაციას, რომ პაციენტის გარდაცვალება ე.წ. ღორის გრიპს უკავშირდება.

„ფაქტს, რომ მამაკაცი მწვავე ვირუსული ინფექციით გარდაიცვალა, ამას უკვე ლაბორატორიული კვლევის შედეგები დაადასტურებს",- ამბობს ორჟონია.

გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი სოფელ ჯაქვინჯში უკვე გადაასვენეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×