რეზონანსი
28.02.2019

 (რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობიდან რამდენიმე თვის წინ წასული დავით ჭიჭინაძე ახალი ოპოზიციური ძალის შესაქმნელად ემზადება.

დეპუტატის განცხადებით, მას თანამოაზრეებთან კონსულტაციები უკვე დაწყებული აქვს, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნებიან მის გუნდში.

ჭიჭინაძე ახალი პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებას შუალედური არჩევნების ჩატარების შემდეგ გეგმავს.

„მე კონსულტაციები დიდი ხანია დაწყებული მაქვს გარკვეულ ჯგუფებთან ვინც 2012 წელს ივანიშვილთან ერთად გამოჭედა ეს წარმატება და ივანიშვილმა ვისაც მიმართა მეორე ტურის წინ. ეს არის ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ რეგიონებს, რაიონებს, იქაური ადგილობრივი პოლიტიკური ელიტა და რომელიც არის საკმაოდ უკმაყოფილო. 2017 წლის არჩევნების შემდეგ საბოლოოდ ამ ადამიანებს გაუცრუეს იმედი", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×