ავსტრიაში, ქალაქ ვენაში, უკვე მეოთხე დღეა ქართველ სტუდენტს, ანრი ლომიძეს ეძებენ. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ავსტრიაში საქართველოს საკონსულოში სატელეფონო შეტყობინება უკვე შევიდა.
საკონსულო მუდმივ კონტაქტზე იმყოფება სამართალდამცავ ორგანოებთან და დაკარგულის ოჯახის წევრებთან.
ანრი ლომიძეს ეძებენ. იგი ორ უკრაინელ სტუდენტთან ერთად ცხოვრობდა. მეგობრების თქმით, მათ შორის მცირე კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ქართველმა სტუდენტმა უცხოელ მეგობრებთან ერთად ნაქირავები ბინა დატოვა და ქართველ მეგობართან მივიდა, რომელიც სახლში არ დახვდა. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება.
მეგობრებისთვის გაუგებარია სად შეიძლება იმყოფებოდეს გაუჩინარებული სტუდენტი. ანრი ლომიძეს ოთხი დღეა არც დედისთვის დაურეკავს, რომელიც იტალიაში ცხოვრობს.
ქართველი სტუდენტი ქუთაისიდან არის და უკვე ორი წელია ვენაში ცხოვრობს.