რეზონანსი
28.02.2019

 თბილისში, კნოლევის ქუჩაზე გარდაცვლილი 19 და 20 წლის ახალგაზრდები სამხარაულის ეროვნულ ბიუროში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ადგილზე კი სამართალდამცავები მუშაობენ. გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვება გაცხდა.

როგორც ირკვევა, ბინა გაქირავებული იყო.  სპეციალისტები უბედური შემთხვევის მიზეზად არასწორად დამონტაჟებულ გამათბობელს „ნიკალას“ ასახელებენ.

„ჩვენ წარმომადგენლებს დახვდათ ორი ადამიანი გარდაცვლილი, არასწორდდამონტაჟებული ღია წვის დანადგარი "ნიკალა" გამათბობელი, რომელიც იყო ჩართულ მდგომარეობაში. წინასწარი ვარაუდით არის იმის შესაძლებლობა, რომ იყოს CO, მაგრამ დაველოდოთ გამოძიებას", - განაცხადა "ყაზტრანსგაზ-თბილისის" წარმომადგენელმა გიორგი ლეფსვერიძემ.

ოთახი, სადაც გარდაცვლილები იპოვეს, უკვე შეამოწმეს კომპანიის თანამშრომლებმა. ლეფსვერიძე ადასტურებს, რომ ოთახში გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×