რეზონანსი
28.02.2019

 კუთვნილი ხელფასის გადაცემის მოთხოვნით შპს "თი-ემ"-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყო, მანამდე კი დასაქმებულებმა ერთობლივი აქცია გამართეს. მათი მტკიცებით, უკვე მესამე თვეა კომპანია ანაზღაურებას არ გასცემს. ეს კომპანია ჯერ დევნილებისთვის, შემდეგ შს სამინისტროს თანამშრომლებისთვის აშენებდა კორპუსებს. მუშების თქმით, თუ დროულად არ მოხდა მათთვის ხელფასების გადახდა, შიმშილობას მასიურად დაიწყებენ. შს სამინისტორში "კურიერს" განუმარტეს, რომ მათ კომპანია "თი-ემ"-სთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×