რეზონანსი
28.02.2019

 ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაურის  დავით რაზმაძის პაპა ცუდად გახდა. დამძიმდა მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. დავით რაზმაძის ბებიის მედეა ცეცხლაძის თქმით, 64 წლის ნიკოლოზ ცეცხლაძეს ინსულტი დაემართა და ბათუმის საავადმყოფოში მკურნალობს.

"სულ იმას ამბობდა, დათუნას რომ მოასვენებენ, ვერ გადავიტანო. ჩვენს მძახლებთან იყო წასული და იქ დაემართა. ნინოსაც ბავშვი ცუდად გაუხდა და იძულებული გახდა თურქეთში, კვიპროსზე დაბრუნებულიყო. დათუნას რომ ჩამოასვენებენ, ისევ ჩამოვა. კვირის ბოლომდე ველოდებით დათუნას ჩამოსვენებას, დასკვნა უკვე არსებობს, რომ ნამდვილად მოკლეს“, – აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში მედიკო ცეცხლაძე.

ცნობისათვის, 23 წლის დავით რაზმაძე ლიბიის პორტიდან 6 იანვარს გაუჩინარდა, მისი ცხედარი ნავსადგურთან ახლოს, 21 იანვარს იპოვეს.  საქართველოში გარდაცვლილი მეზღვაურის  გადმოსვენებას კვირის ბოლოს ელოდებიან.

(თრიალეთი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×