რეზონანსი
28.02.2019

 ემიგრანტების იმედი შოთო სიხარულიძე შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:

"გარდაიცვალა ემიგრანტი იტალიაში ქალაქ “ბარში” ლიდა ლომიძე… მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა.

ულმობელმა ცხოვრებამ დაგასნეულა და თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალიც გაგიქრო, შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ, ლაღი სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ყოველთვის ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა.

“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული" - წერს შოთო სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×