რეზონანსი
27.02.2019

 საჯარო სკოლებში მე-12 კლასელები დიდი ნაწილი არ დადის. "კურიერმა" ექსპერიმენტი დედაქალაქის 10-მდე სკოლაში ჩაატარა. გაირკვა, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების დიდი ნაწილი გაკვეთილებს აცდენს. თავად მოსწავლეები მიზეზად, განათლების ახალ რეფორმას ასახელებენ. მათი თქმით, იმის გამო, რომ გამოცდების ჩაბარება არ უწევთ, მათ არც სკოლაში მისვლას ავალდებულებს ვინმე.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში ადასტურებენ, რომ სკოლების დაცარიელება საატესტატო გამოცდებს უკავშირდება, თუმცა ამბობენ, რომ ამ მიმართულებით მასწავლებლების სიმკაცრის იმედი აქვთ.

განათლების ახალი რეფორმა, რომელიც 2019 წლიდან საატესტატო გაუქმებას ითვალისწინებს, საკანონმდებლო ორგანოში პირველი მოსმენით უკვე გავიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×