რეზონანსი
27.02.2019

 ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ტრაილერი მახინჯაურში, მატარებლის ხიდის ქვეშ გაიჭედა, რამაც სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია. სატვირთო ავტომობილის გათავისუფლებას სპეციალური ტექნიკა დასჭირდა.

როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, სატვირთო ავტომობილი მოძრაობისას ხიდის ქვეშ ვერ გაეტია და გზა ჩახერგა. ამის გამო საავტომობილო მიმოსვლა ერთი საათის განმავლობაში პარალიზებული იყო.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. ამ დროისათვის ბათუმი-ჩაქვის მიმართულებით მოძრაობა თავისუფლად არის შესაძლებელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×