რეზონანსი
27.02.2019

 ვენაში, უკვე ოთხი დღეა ქართველ სტუდენტ ანრი ლომიძეს ეძებენ. იგი ორ უკრაინელ სტუდენტთან ერთად ცხოვრობდა. მეგობრების თქმით, მათ შორის მცირე კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც  ქართველმა სტუდენტმა უცხოელ მეგობრებთან ერთად ნაქირავები ბინა დატოვა და ქართველ მეგობართან მივიდა, რომელიც სახლში არ დახვდა. ამის შემდეგ მისი  კვალი იკარგება.

მეგობრებისთვის გაუგებარია სად შეიძლება იმყოფებოდეს გაუჩინარებული სტუდენტი. ანრი ლომიძეს ოთხი დღეა არც დედისთვის დაურეკავს, რომელიც იტალიაში ცხოვრობს.

ქართველი სტუდენტი ქუთაისიდან არის და უკვე ორი წელია ვენაში ცხოვრობს. მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმირებულია ავსტრიის პოლიცია და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×