რეზონანსი
27.02.2019

მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციასთან მოლაპარაკება ვერ შედგა, საავიაციო ქარხნის 100-ზე მეტი თანამშრომელი ხელფასების გაზრდისა და პრემიალური სისტემის დაბრუნების მოთხოვნით გაიფიცა. 

ისინი ამბობენ, რომ თუ ხელმძღვანელობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს საწარმოო პროცესს არ დაუბრუნდებიან. 

„თბილავიამშენის“ აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, საწარმოს თანამშრომლებს უფლება აქვთ გაიფიცონ, თუმცა მათთვის პრიორიტეტულია საწარმოო პროცესი არ გაჩერდეს, რის უზრუნველსაყოფად კომპანიამ უკვე დაიწყო მათი ალტერნატიული მუშახელით ჩანაცვლება. 

„ჩვენ საწარმოო პროცესს ვერ შევაჩერებთ, შესაბამისად, კადრებიც არსებობს საქართველოში პროფესიონალები, რომლებიც გაფიცვის პერიოდში ჩაანაცვლებენ ამ ხალხს. დღესაც საწარმო მუშაობს, მიმდინარეობს ჩანაცვლების პროცესი შესაბამისად საწარმოო პროცესი აღდგენილია და მიდის მუშაობა. ეს არანაირად არ შეიძლება განვიხილოთ, რომ ხალხი, რომლებიც გაფიცვას იყენებს როგორც მის უფლებას, სამსახურს დატოვებენ“, - აცხადებს ირაკლი გოგიბერიძე. 

საწარმოს გაფიცულ თანამშრომლებს ადმინისტრაციის განცხადება, რომ მათ ალტერნატიული სამუშაო ძალით ანაცვლებენ, არ სჯერათ. ამბობენ, რომ საწარმო გაჩერებულია და სამუშაო ადგილებს მანამ არ დაუბრუნდებიან, სანამ „თბილავიამშენი“ ხელფასების ზრდის და პრემიალური სისტემის შემიღების გადაწყვეტილებას არ მიიღებს. 

(ბიემი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×