რეზონანსი
27.02.2019

 (რეზონანსი) „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ამ ზარდიაშვილს რომ უყურებ, სურვილი იმისა, რომ მოიქცე ცუდად, უბრალოდ დაუძლეველია. მაგრამ ე.წ. "ამბოხებულები" თუ "განკვეთილები" ნუ დაიყვანთ პრობლემას ამ ჯეელის დონეზე. მისი მასწავლებელიც ახსენეთ ხანდახან. ადეიშვილს არ ვგულისხმობ. იქ მხოლოდ ჩაის დაატარებდა და ვერც ვერაფერს ისწავლიდა. სხვას ვგულისხმობ, ვისი სახელის ხსენებას ასე უფრთხით თუ ასე გერიდებათ.

ჩაიზე გამახსენდა: ერთხელ მეც ვესტუმრე ზურაბ ადეიშვილს. ამან როგორც ევალებოდა, ჩაი მომართვა და მთელი ფინჯანი გადამასხა შარვალზე.

დღესაც მწარედ მახსოვს. აბა რა იქნებოდა.

ეკა ბესელიას რუსთავზე გუშინდელმა ინტერვიუმ გამახსენა ეს პიკანტური ისტორია".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×