რეზონანსი
27.02.2019

 (რეზონანსი) თებერვალში კანადაში ოჯახის დღეს აღნიშნავენ. ამ დროს მაღაზიების უმეტესობა არ მუშაობს. ამის მიუხედავად, ქალაქ კინგსტონში სურსათის მაღაზია Food Basics-ი მომხმარებლისთვის ღია აღმოჩნდა, რადგან მისი დაკეტვა შემთხვევით დაავიწყდათ.

ადგილობრივ გამოცემა Kingstonist-ს თვითმხილველმა უამბო, რომ მაღაზიაში დაცვაც კი არ იყო, როცა იქიდან გამოსული მომხმარებელი ნახა. მას ხელში ორი ქილა ჩერის პომიდორი ეჭირა. უცნობს მისი საფასური, 5 დოლარი სალაროში ჰქონდა დატოვებული.

მოგვიანებით, პოლიციამაც აღმოაჩინა, რომ მაღაზიიდან არაფერი იყო მოპარული.

 

"იმედინიუსი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×