რეზონანსი
27.02.2019

 დედაქალაქში პარკირების საათობრივი საფასური სავარაუდოდ, სულ ცოტა 50 თეთრიდან დაიწყება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ღირებულება გაიზარდოს. თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ამ თემასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში შეხვედრა გაიმართება:

"ჩემი იდეაა, რომ მინიმალური საფასური დავიწყოთ 50 თეთრიდან, მაგრამ ერთი ტარიფი მთელ თბილისშიც ვერ იმუშავებს, ყველა ქუჩას თავისი სპეციფიკა აქვს, ყველგან სხვადასხვა მოთხოვნაა, ამიტომ უნდა დავადგინოთ მინიმალური ტარიფი და მოხდეს დაკვირვება. თუ ამან შედეგი არ მოგვცა, საფასური უნდა გავზარდოთ. აღებული გვაქვს ერთი არეალი - ლესელიძე, თავისი მიმდებარე ქუჩებით. თუ 50-მა თეთრმა მოგვცა შედეგი, მაშინ დავტოვებთ, მაგრამ ამ სისტემის მიზანი არ არის ფულის მოკრება, ამის მიზანია მანქანების ნაკადი შევამციროთ", - განაცხადა ხმალაძემ.

ვიცე-მერის განმარტებით, მოთხოვნა საპარკინზე ადგილზე ისე უნდა დაბალანსდეს, რომ შევსებული და თავისუფალი სივრცე 85/15 პროცენტზე უნდა იყოს. სამუშაო ოფისებთან მანქანების გაჩერებაზე შეღავათები არ დაწესდება და დასაქმებულებსაც პარკირების საფასურის საათობრივად გადახდა მოუწევთ.

ზონალური და საათობრივი პარკირება 1 ივლისიდან ამოქმედდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×