რეზონანსი
27.02.2019

 ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე ერთი საათის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა  პარალიზებული იყო. მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა. ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა - არავინ დაშავებულა. ერთ-ერთი დაზარალებულის მტკიცებით, ავარია ფორდის მარკის ავტომობილის მძღოლმა გამოიწვია, რომელიც საჭეს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. მისივე თქმით, ის აზერბაიჯანის საკონსულოს თანამშრომელი იყო, რის გამოც ის არც ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს და არც ჯარიმა გამოუწერეს. ინფორმაციას უარყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებაში ამტკიცებენ, რომ შემოწმება ჩატარდა და დადგინდა, რომ სამივე მძღოლი ფხიზელი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×