რეზონანსი
26.02.2019

 ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე ეხმიანება კობა დავითაშვილის სატელევიზიო გამოსვლას, რომელშიც ის იხსენებს თუ როგორ უგორებდნენ შავ პიარს ნაციონალური მოძრაობის პერიოდში ცალკეულ ადამიანებს.

“რა კომენტარი უნდა გავაკეთო კობა დავითაშვილის აღიარებაზე?! "ტვ პირველის" სტუდაიში ღადაობით იხსენებს, თუ როგორ ასრულებდა სააკაშვილის დავალებას ჩემ შავ პიარზე, რაზედაც მსხვილ თანხებს ხარჯავდნენ!

სააკაშვილის ქვეშევრდომებმა, სანამ თავის თავზე არ გამოსცადეს ნაცების ცოცხის ტარები, სინანულის გრძნობა არ გაჩენიათ! რამდენი ადამიანი შეიწირეს, რამდენი მოკვეთეს და რამდენი ოჯახი გააუბედურეს?! სამართლიანობის აღდგენა ისტორიას ჩაბარდა?!“ – წერს ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში.

(მარშალპრესი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×