რეზონანსი
26.02.2019

 (რეზონანსი) პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება განიხილა, რომელიც პედოფილი პირების მიმართ, სასჯელის სახით ქიმიური კასტრაციის შემოღებას ითვალისწინებს.

ასეთი შინაარსის საკანონმდებლო წინადადება - "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებების სახით, პარლამენტს ლეონიდ ჩერნოვეცკიმ შესთავაზა, თუმცა კომიტეტმა ის არ გაიზიარა.

როგორც საკითხის განხილვისას აღინიშნა, ასეთ სასჯელთან დაკავშირებით ერთადერთი პოლონეთის მაგალითია, სადაც იძულებითი ფორმით სასჯელის მოხდის შემდეგ გამოიყენება, თუმცა სასჯელის ძირითადი ფორმა არ არის. ითქვა ისიც, რომ ამგვარი სასჯელის მიღება ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, გამართლებული არ არის.

"თუკი ჩვენ ამ სახით საკანონმდებლო წინადადებას გავიზიარებთ, შეიძლება აღმოვჩნდეთ მოცემულობაში, როცა წამებას საკანონმდებლო დონეზე დავადგენთ, რაც მიუღებელია, თუმცა ზოგად სულისკვეთებას ამ საშინელი დანაშაულის მიმართ ვეთანხმები", - აღნიშნა სხდომის წამყვანმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×