რეზონანსი
26.02.2019

 სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა შესაძლოა 1 წლიდან 6 თვემდე შემცირდეს. ეს ინიციატივა ერთ-ერთია კანონპროექტების იმ ჩამონათვალიდან, რომელიც თავდაცვის კოდექსის პაკეტის ფარგლებში მომზადდა. ცვლილებების განხილვა პარლამენტმა უახლოეს მომავალში, კომიტეტის ფორმატში უნდა დაიწყოს. პარლამენტში ინიცირებამდე კოდექსის პროექტი უკვე გააცნეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და ანალიტიკოსებს. 

ცვლილება, სავარაუდოდ, შეეხება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელსაც. თუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით 1 წლით გადასავადებლად პირმა 2 000 ლარი უნდა გადაიხადოს, ცვლილების მიღების შემთხვევაში ეს თანხა 1 500 ლარამდე შემცირდება.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×