რეზონანსი
26.02.2019

 (რეზონანსი) როგორც კი ახალი ფრაქცია შეიქმნება, მას თავისი კვოტა ექნება იურიდიულ კომიტეტშიც და დავბრუნდები ძალიან მალე, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

ბესელიას განცხადებით, მის მიერ ახალი ფრაქციის შექმნისთანავე, კვოტების გადანაწილება ხელახლა მოხდება.

"კვოტები ხელახლა გადანაწილდება მას შემდეგ, რაც ახალი პოლიტიკური ჯგუფი ჩამოყალიბდება. ასე რომ, როდესაც უმცირესობის ფორმირება ხელახლა მოხდება, კვოტებიც ხელახლა იქნება გადანაწილებული. ფრაქციებიდან ხდება წარმომადგენლობა კომიტეტებში. ახლა დამოუკიდებელი დეპუტატი ვარ და სადაც არის საშუალება, იქ იქნება კომიტეტში შესვლის შესაძლებლობა, მაგრამ როგორც კი ახალი ფრაქცია შეიქმნება, მას თავისი კვოტა ექნება იურიდიულ კომიტეტშიც და დავრბუნდები ძალიან მალე", - განაცხადა ეკა ბესელიამ "ინტერპრესნიუსთან"

ბესელიას თქმით, მისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ის ბარიერები, რაც მას ახალი ფრაქციის შექმნისას ხვდება.

"ფრაქციის შექმნაზე კონსულტაციები უკვე დაწყებულია. არ მაღელვებს ბარიერები და წინაღობები ამასთან დაკავშირებით, ეს ჩემთვის არ წარმოადგენს პრობლემას,"- დასძინა ბესელიამ.

უმრავლესობის ყოფილ წევრებს - ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძეს, ლევან გოგიჩაიშვილს და ბექა ნაცვლიშვილს იმ კომიტეტებიდან გასვლა მოუწევთ, სადაც „ქართული ოცნების" ფრაქციათა კვოტით არიან წარდგენილნი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×