რეზონანსი
26.02.2019

 (რეზონანსი) რუსთავში 15 წლის გოგონამ მასწავლებლებს უამბო თუ როგორ ძალადობს დეიდა მასზე. გოგონას განცხადებით დეიდა მას სცემს და ამასთან აიძულებს სახლის საქმეები აკეთოს. ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

მომხდართან დაკავშირებით დღეს რუსთავის მე-18 სკოლაში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

როგორც გაირკვა გოგონას მშობლები არ ჰყავს და მისი ერთადერთი მეურვე დეიდაა. ამ დროისთვის გოგონა სოციალური მომსახურების სააგენტოშია გადაყვანილი და მიმდინარეობს საქმის დეტალების შესწავლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×