რეზონანსი
26.02.2019

 (რეზონანსი) პროკურატურა საპატრიარქოს მოწოდებას გიორგი მამალაძის საქმის მასალების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, უარით პასუხობს.

როგორც გენერალური პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, მასალები არ გასაჯაროვდება.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სასურველია, კომპეტენტურმა ორგანოებმა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მასალები გაასაჯაროოს და ამით გამონაკლისი დაუშვას.

საპატრიარქოში განაცხადეს, რომ გიორგი მამალაძისა და მისი ადვოკატების ქმედებები სავარაუდოდ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ემსახურება და გაუგებარია, ერთი მხრივ, შეწყალების თხოვნა, მეორე მხრივ, კი საპატრიარქოს წინააღმდეგ ცილისმწამებლური განცხადებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×