(რეზონანსი) „ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ბექა ნაცვლიშვილი, რომელმაც უმრავლესობა რამდენიმე დღის წინ დატოვა, პარლამენტში მუშაობის გაგრძელებას დამოუკიდებელ დეპუტატად აპირებს.
ნაცვლიშვილი არ გამორიცხავს, რომ გარკვეულ საკითხებზე იმ დეპუტატებთან ითანამშრომლოს, რომლებმაც უმრავლესობა დატოვეს და სხვადასხვა თემებზე მის შეხედულებებს იზიარებენ.
„რაც შეეხება დამოუკიდებლად საპარლამენტო მუშაობას, მე კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებ ყველასთან, უმრავლესობა ვინც დატოვა. იმ ადამიანებთან, ვინც იზიარებს იმ შეხედულებებს, რომელსაც მე ვიზიარებ. უბრალოდ, მე დამოუკიდებლად მირჩევნია ამ ეტაპზე საპარლამენტო მუშაობა, გამომდინარე იქიდან, რომ მექნება მეტი თავისუფლება, მექნება მეტი დრო, გავიაზრო ვთქვათ ის მომავალი ნაბიჯები, რომელიც უნდა გადავდგა" - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
„ქართული ოცნება" ბოლო პერიოდში რამდენიმე 4-მა დეპუტატმა დატოვა - ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და გედევან ფოფხაძემ.