რეზონანსი
26.02.2019

 (რეზონანსი) საქართველოს პარლამენტის წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულმა დ.ხ.-მ გამოძიებით დაუდგენელ თანამზრახველთან ერთად დაგეგმა და ორგანიზება გაუწია გივი თარგამაძის განზრახ მოკვლის მიზნით მასზე თავდასხმას. მან თანამზრახველთან ერთად პარლამენტარის ავტომანქანის უკანა ნაწილის ქვედა მხარეს დაამაგრა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ხალხმრავალ ადგილას მოქმედებაში მოიყვანა.

სასამართლომ ძებნილი ბრალდებულის მიმართაც გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

"დ.ხ.-ს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში-ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ.

მანვე მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რასაც უკანონოდ ატარებდა და რაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა, მან აფეთქებით დააზიანა და გაანადგურა სხვისი ნივთი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი და მძიმე შედეგი გამოიწვია", - ნათქვამია, სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×