რეზონანსი
26.02.2019

 რეზონანსი) პოლიციამ თეთრიწყაროში 7 ცხენის ქურდობის ბრალდებით 46 წლის მამაკაცი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა კ.დ. მიმდინარე წლის 20 თებერვალს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დაღეთში მოქალაქის კუთვნილი 7 ცხენი მოიპარა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ცხოველები პატრონს დაუბრუნეს.

დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×