რეზონანსი
26.02.2019

 (რეზონანსი) გუშინდელი განცხადების მიუხედავად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტში მაინც მივიდა.

საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებიან ასევე „თიბისი ბანკის" წარმომადგენლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

რამდენიმე წუთში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა დაიწყება, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით საბანკო რეგულაციების და „თიბისი ბანკის" საკითხზე არის მოწვეული.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მედიისთვის წინასწარი კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ კობა გვენეტაძე კომიტეტის სხდომაზე არ მივიდოდა, რადგან ეროვნულ ბანკს „თიბისი ბანკთან" დაკავშირებით პარლამენტისთვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×