რეზონანსი
26.02.2019

 (რეზონანსი) პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პრაღაში მის კოლეგას გრიგორი კარასინს დღეს შეხვდება.

მანამდე კი აბაშიძე, რომელიც ბახტაძის დაქვემდებარებაშია, შუშის სასახლეში ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, სადაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან გაიარა კონსულტაცია რა საკითხებზე უნდა ისაუბროს რუსეთის წარმომადგენელთან.

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ საუბრის მთავარი თემა სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები იქნება.

„განვიხილავთ სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს, სატრანსპორტო ურთიერთობების თემებს, გარკვეულ ჰუმანიტარულ საკითხებს. ასევე 2011 წელს გაფორმებულ ქართულ-რუსულ შეთანხმებას, საბაჟო ადმინისტრირებისა და მონიტორინგის შესახებ", - განაცხადა აბაშიძემ.

რაც შეეხება ივანიშვილთან კონსულტაციას, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ეს აუცილებელი იყო.

„ყველას ვხდები მე, პარტიის ლიდერია. ბატონ ბიძინასთან მე დიდი ხნის და ძალიან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად და სრულად იყოს ინფორმირებული", - განაცხადა აბაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×