რეზონანსი
26.02.2019

 (რეზონანსი) მოსამართლეების საკითხის განხილვაც, ბუნებრივია, უნდა იყოს კონსტიტუციის ჩარჩოებში და ეს არ უნდა დაემსგავსოს იმას, რომ ვიღაც ღია კარს ამტვრევდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ასეთი მოსაზრება არსებობს გუნდში. ვიცი, რომ არსებობს საზოგადოების ნაწილშიც და და აქაც რა თქმა უნდა, პოლიტიკური გუნდი ღიაა დისკუსიებისთვის და ამავე დროს არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და მას ყველამ პატივი უნდა ვცეთ, შესაბამისად, ასეთი საკითხის განხილვაც, ბუნებრივია, უნდა იყოს ჩვენი კონსტიტუციის ჩარჩოებში და ეს არ უნდა დაემსგავსოს იმას, რომ ვიღაც ღია კარს ამტვრევდეს",- აღნიშნა ბახტაძემ კითხვაზე, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გადავადებას ეხებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×