რეზონანსი
26.02.2019

 საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან კიდევ სამი დეპუტატის გასვლა, "ევროპული საქართველოს" უმცირესობის დაშლას იწვევს. უმცირესობა კი იმ შემთხვევაში შეიძლება შენარჩუნდეს, თუკი "ევროპული საქართველო" და ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ უმცირესობის ფორმატში გაერთიანებას მოახერხებენ.

როგორც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე მათ კონსულტაციები არ ჰქონიათ.

"ჯერჯერობით უმცირესობას დაშლა არ ემუქრება, რადგან ამისთვის საჭიროა, რომ კიდევ სამმა ადამიანმა დატოვოს უმრავლესობა. თუ სამი დეპუტატი დატოვებს უმრავლესობას, ბუნებრივია, კონსულტაციები გვექნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინასწარი გეგმა გვაქვს შემუშავებული", - აღნიშნა გოცირიძემ.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×