სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა ჯგუფში, წინასწარი ვერსიით, ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა ატვირთა. ინტიმური ხასიათის კადრებში ბათუმის ერთ-ერთი კერძო სკოლის მეათე კლასელები ფიგურირებდნენ. დახურულ ჯგუფში სკოლის მოსწავლეების გარდა, სასწავლო დაწესებულების ფსიქოლოგიც იყო გაწევრიანებული, ვიდეო ერთ ერთმა პირველმა სწორედ მანა ნახა და დირექციას აცნობა.
ერთ-ერთი ვერსიით სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, მეათეკლასელები მშენებარე კორპუსში განმარტოვდნენ, მათი ინტიმური კავშირის ამსახველი კადრები კი ფარულად თანაკლასელმა გადაიღო და შემდეგ მოსწავლეების დახურულ ჯგუფში გაავრცელა.
გამოძიება კიდევ ერთ ვერსიაზე მუშაობს, გავრცელებული ინფორმაციით თანაკლასელთან ინტიმური კავშირი სკოლის მოსწავლე გოგონამ თავად გადაიღო და გაავრცელა. ამ ქმედებით კი მან შეყვარებულის დაშანტაჟება სცადა.
ვინ გადაიღო და ვინ ატვირთა არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტ სივრცეში შესაძლო გავრცელების მუხლებით დაიწყო.