რეზონანსი
26.02.2019

 ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი რუსთავის სასაფლაოზე. არსებული ინფორმაციით, მოპარულია რკინის კოსტრუქცია.

როგორც ოჯახის ახლობელი "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებს, საფლავის მოსანახულებლად მოვიდნენ, რა დროსაც შეამჩნიეს, რომ თუჯისგან დამზადებულ ღობეს, ნაკეთობები აკლდა. მისი თქმით, წაღებულია დაახლოებით 200-300 კგ მასალა.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.

"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ - "ფაქტზე გამოძიება სსკ 258 მუხლით დაიწყო, რაც მიცვალებულისადმი უპატივცემულობას გულისხმობს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×