რეზონანსი
25.02.2019

 სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფში ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების ინტიმური შინაარსის ვიდეო გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, ვიდეო სკოლაში ან სასწავლო პროცესის დროს არ არის გადაღებული. ამჟამად ბათუმის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება ის ორი არასრუწლოვანი, რომლებიც გავრცელებულ ვიდეოკადრებში ფიგურირებენ.

ერთ-ერთი ვერსიით, კადრები თავად არასრულწლოვანმა გოგონამ გაავრცელა, რომელშიც თავადვე ფიგურირებს. მეორე ვერსიით კი, კადრები ფარულად მესამე პირმა გადაიღო, რომელმაც შემდეგ "ფეისბუქზე", იმ ჯგუფში გაავრცელა, რომლის წევრებიც სკოლის არასრუწლოვანი მოსწავლეები არიან. ვიდეოკადრებში მონაწილე ორივე არასრულწლოვანი სასწავლო დაწესებულებიდან გარიცხეს.

ვიდეომასალის გავრცელების ფაქტს სამართალდამცველებთან ერთად სოციალური სამსახურიც სწავლობს. უწყების ინფორმაციით, ისინი გეგმავენ არასრულწლოვნების მშობლებთან შეხვედრას და გასაუბრებას და საჭიროების შემთხვევაში საქმეში ფსიქოლოგის ჩართვასაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×