რეზონანსი
25.02.2019

 გერმანიის მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა ახალი კანონპროექტი რომ­ლის თა­ნახ­მად, სა­ვა­რა­უ­დოდ, მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლოს, ყვე­ლა მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ პრო­ფე­სი­ო­ნალს გერ­მა­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩას­ვლა და სა­მუ­შა­ოს მო­ძი­ე­ბა შე­ეძ­ლე­ბა

სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩოს ეკო­ნო­მი­კი­სა და სა­მარ­თლის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფროსის იან ბით­ნერ­ის განცხადებით, გარ­კვე­უ­ლი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს, სპე­ცი­ა­ლის­ტებს, რო­მელ­თაც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა აქვთ მი­ღე­ბუ­ლი, შე­უძ­ლი­ათ, გერ­მა­ნი­ის სა­მუ­შაო ბა­ზარ­ზე და­საქმდნენ და მათი რა­ო­დე­ნო­ბა კა­ნო­ნით შე­ზღუ­დუ­ლი არ არის.

გერ­მა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბა მა­გა­ლი­თად, სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებს, მზა­რე­უ­ლებ­სა და სხვა პრო­ფე­სი­ე­ბის მქო­ნე წარ­მო­მად­გენ­ლებს შე­უძ­ლი­ათ, რომ­ლე­ბიც მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის არი­ან.

„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღ­ვნიშ­ნო, რომ ვინც გერ­მა­ნი­ა­ში სა­მუ­შა­ოს მო­ძი­ე­ბას მო­ინ­დო­მებს, მას თა­ვი­სი გა­ნათ­ლე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­სა­ბუ­თე­ბა მო­უ­წევს. მხო­ლოდ სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებს შე­ეძ­ლე­ბათ, სა­მუ­შაო ფორ­მა­ლუ­რი დიპ­ლო­მის გა­რე­შე მო­ი­ძი­ონ. ახლა აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნი ჯერ­ჯე­რო­ბით მი­ღე­ბუ­ლი არ არის, ამი­ტომ კონ­კრე­ტულ პრო­ცე­დუ­რებ­ზე სა­უ­ბა­რი არ შე­მიძ­ლია. მა­გა­ლი­თად, მზა­რე­უ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ სა­მუ­შაო უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა ყვე­ლას არ ეხე­ბა, არა­მედ ეს არის მათ­თვის, ვინც ეროვ­ნუ­ლი კერ­ძე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია და მათ­ზე გერ­მა­ნი­ა­ში უნდა იყოს მო­თხოვ­ნა. მათ ასე­ვე გა­ფორ­მე­ბუ­ლი უნდა ჰქონ­დეთ კონ­კრე­ტუ­ლი შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მათ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ელ­ჩო­დან სა­მუ­შაო ვი­ზის მი­ღე­ბა იმი­ტომ, რომ უვი­ზო რე­ჟი­მი მხო­ლოდ ტუ­რის­ტე­ბის­თვი­საა“, - გა­ნა­ცხა­და იან ბით­ნერ­მა.

(აიპიენი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×