რეზონანსი
25.02.2019

 (რეზონანსი) პროკურატურის ინფორმაციით, მამიდის მკვლელობისთვის ბრალდებულს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა. მათი ცნობით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ხელი ჰკრა მის მამიდას, რის შედეგადაც ის წაიქცა, თავი მიარტყა ტახტს და გონება დაკარგა.

"ნ.მ.-მ კვალის დაფარვის მიზნით ბ.მ.სარდაფში ჩაიყვანა, რა დროსაც იგი გონს მოვიდა, ხოლო ნ.მ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მას ხის ჯოხი თავის და სახის არეში რამოდენიმეჯერ ჩაარტყა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ბ.მ. ადგილზე გარდაიცვალა", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-108-ე მუხლით წარედგინა (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

 

"cyc.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×