რეზონანსი
25.02.2019

 (რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას კიდევ ერთი დეპუტატი მირიან წიკლაური აპირებს.

როგორც წიკლაურმა "2020NEWS"-თან საუბრისას განაცხადა, მისი ფრაქციაში წასვლა-დარჩენის საკითხი დამოკიდებულია ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე.

"არ გამოვრიცხავ უმრავლესობა დავტოვო. არის რაღაც საკითხები, სადაც ჩემი და უმრავლესობის პოზიციები არ ემთხვევა. მათ შორის საგადასახადო პოლიტიკა, საპენსიო რეფორმა და ბოლო დროის სკანდალური თემები. მაგალითად, საპენსიო რეფორმა, რომელსაც მე ვემხრობოდი ჩავარდა და არის კიდევ ასეთი საკითხები, სადაც ქვეყნის სახელმწიფოებრივი ჩართულობა ეკონომიკის განვითარებაში აუცილებელია. საბოლოო გადაწყვეტილებებს უახლოეს მომავალში მივიღებ", - განაცხადა მირიან წიკლაურმა."პრაიმტაიმის" ინფორმაციით, უმრავლესობის რიგებს რუსლან პოღოსიანიც ტოვებს. როგორც დეპუტატმა მასთან საუბარში განაცხადა, კომენტარს ამაზე მოგვიანებით გააკეთებს.

"ტრანსპორტში ვარ, საუბარი მიჭირს. დამირეკეთ ნახევარ საათში", - აღნიშნა დეპუტატმა.

 "ქართული ოცნება" დატოვეს ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და გედევან ფოფხაძემ. შესაძლოა მათ რიცხვს გია ჟორჟოლიანიც დაემატოს.

საპარლამენტო უმრავლესობაში 111 დეპუტატი დარჩა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×