რეზონანსი
25.02.2019

 (რეზონანსი) სომხეთის მთავრობის შენობაში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლი ბოლო სართულზე ერთ-ერთ კაბინეტში ავეჯს ეკიდა. ცეცხლის ლოკალიზება ადგილობრივი ძალებით, სახანძროს მოსვლამდე შეძლეს. ხანძარს სირთულის მიხედვით მეორე ხარისხი მიენიჭა. ხანძრის ლიკვიდაციისთვის ადგილზე 6 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. გავრცელებული ცნობით, დაიწვა კაბინეტში არსებული ავეჯი, ტექნიკა და დოკუმენტაცია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×