
(რეზონანსი) გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. განცხადება მან ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"რეალობა დღეს ისეთია, რომ მიდის „ქართული ოცნების“ „ნაციონალიზაციის“ პროცესი, როგორ პერსონალურ დონეზე, ისე ღირებულებით დონეზე - ჩვენ ვთქვით, რომ გვაწყობს „ნაციონალების“ პროკურორები, „ნაციონალების“ მოსამართლეები, „ნაციონალების“ ჩინოვნიკები. ბიზნესმენებიც, ვინც იმ დროს კარგად იყო, ძალიან კარგად არის, ამას ყველაფერს ჩვენი პოლიტიკური გარანტიები დაემატა და ეს გავამართლეთ იმით, რომ „აბა, როგორ, სულ ხომ რეპრეიებს არ მოვუწყობთ ვიღაცას?“ რეპრესიებზე არ საუბრობდნენ, საუბრობდნენ იმაზე, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, როდესაც არაკეთილსინდისიერად ემსახურება, მან პასუხი უნდა აგოს თავის არაკეთილსინდისიერებაზე და სწორედ ეს იყო მორალური ვალდებულება, რომელიც ჩვენ 2012 წლის 1-ელმა ოქტომბერმა დაგვაკისრა.
პარასკევს ოფიციალური განცხადებით მივმართე პარტიას, გასვლის თაობაზე. ასევე უმრავლესობის ხელმძღვანელს არჩილ თალაკვაძეს და ფრაქციას. შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება რეგისტრირებულია. რაც შეეხება მიზეზებს - ჩემი კრიტიკული პოზიცია არაერთხელ დამიფიქსირებია. აქამდეც მქონდა განცდა, რომ ჩემი რესურსი იწურებოდა პარტიის შიგნით. ახლა უკვე მგონია რომ ჩემი დარჩენა არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარებოდა ", - განაცხადა ფოფხაძემ.
"ქართული ოცნება" დატოვეს ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და დღეს უკვე გედევან ფოფხაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობაში 111 დეპუტატი დარჩა.